იუსტიციის სამინისტროს განცხადება


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით საქართველოს მთავრობამ სტოკჰოლმის არბიტრაჟს უკვე აცნობა, რომ ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. შესაბამისად, საქართველო დაკისრებულ ხარჯებსაც არ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება აეკრძალა, რის საფუძველზეც „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან