ცაგერში მაშველებმა მესამე მოქალაქის ცხედარიც იპოვეს

26.01.2020 00:25

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა, წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი მესამე მოქალაქის ცხედარიც იპოვეს. შეტყობინება 112-ში 23 იანვარს შემოვიდა. ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელშიც სამი მოქალაქე იმყოფებოდა, არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა. სამაშველო ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: