ტყის ხანძრები რეგიონებში
ხანძარი იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ხანძარი მაღალი ძაბვის ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა. ცეცხლი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო ტექნიკა და 50 მეხანძრე-მაშველი. სულ ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი აქტიური კერაა: მუჟავაში, ფახულანში, სქურსა და მედანში. ცეცხლი უკიდია მთის ფერდობებზე ტყის ქვედა ფენას და ეკალბარდებს. დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც. სამაშველო ჯგუფი ონში, სოფელ ონჭევისა და წოლას მიმდებარედ მუშაობს. სამუშაოები გრძელდება ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშსა და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მეხანძრე-მაშველები სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტყის ხანძრები ესპანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური ხანძრები თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთის რესპუბლიკა უკვე მეცხრე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვის
Euronews Georgia
საქართველოს რეგიონებში ხანძრებს ებრძვიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახშირებული ტყის ხანძრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღალმა ტემპერატურამ ტყის ხანძრები გამოიწვია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი და წყალდიდობა. მდინარეების დაღრმავება. კლიმატის კრიზ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
ხანძარი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster