#მოამბე 22 საათზე, 21 ივნისი, 2021 #LIVE


• საგამოძიებო კომისიის სხდომა და ცესკო-ს თავმჯდომარე ოთხი დეპუტატის პირისპირ - ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში დაბრუნებულ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ უჩნდება და ერთ დროს მთავარ ოპონენტს კვლავ გადადგომისკენ მოუწოდებს, თამარ ჟვანია კი პასუხობს, რომ დამოუკიდებელი ორგანო პოლიტიკური პარტიების მითითებებს არ ასრულებს

• საქართველოს მთავრობა დეოკუპაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს - ყოვლისმომცველი დოკუმენტი წლის ბოლომდე საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით შემუშავდება; საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი აქციების დაწყებას აანონსებს

• ქვეყანა ვაქცინების მარაგებს ივსებს და ივლისიდან მასობრივი იმუნიზაციისთვის ემზადება - ვაქცინაციის პარალელურად იგეგმება მასშტაბური კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები. კვლევის ფარგლებშივე დადგინდება B და C ჰეპატიტის გავრცელების არეალები

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან