რეგიონებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საინფორმაციო კამპანია იწყება


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რეგიონებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალი კოდექსი უზრუნველყოფს ბავშვთა ძალადობის პრევენციას, ასევე, კეთილდღეობას და განათლების უფლებას.

რეგიონული ტურის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას იმ პროგრამებს გააცნობს, რომელიც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში მომზადდა.

ტური აჭარიდან დაიწყება და დასკვნითი შეხვედრა დედაქალაქში ჩატარდება.

ახალი კოდექსი 2020 წლის პირველ ივნისს ამოქმედდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან