მინისტრი ხუნწის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო
26 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხუნწის ციხეს ეწვია და პირველ ეტაპზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო. ხუნწის ციხეს ძეგლის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა - იმავდროულად დაიწყო სოფელ ხუნწის ქუქითის გორაზე არსებული ნაციხარის შესწავლაც. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სამუშაოები აწარმოა ნოქალაქევის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ქართველი, ინგლისელი და ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობით. ნაციხარის ხუთი მონაკვეთის შესწავლისას გამოვლინდა და გაიწმინდა გალავნის 25 მეტრიანი მონაკვეთი. ციხის ციტადელის გათხრებისას აღმოჩნდა უცნობი დანიშნულების ნაგებობის ნაშთი, სადაც დაფიქსირდა ჰიდრავლიკური ხსნარით მოლესილი და კერამიკული ფილებით მოკირწყლული იატაკი. ასევე, იატაკის ქვეშ მიაკვლიეს თაღოვანი გადახურვის ოთახს, რომელიც, სავარაუდოდ, აკლდამა უნდა იყოს. აღნიშნული სივრცის კედლები და ჭერი თიხითაა მოლესილი. ძეგლზე ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად, მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს აღმოჩენასთან. კერძოდ, ბიზანტიური წყაროებიდან კარგად ცნობილ ონოგურისის ციხესთან, რომელიც VI ს-ში ეგრისში მიმდინარე ბიზანტია - სასანიდური ირანის ომების დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა და რომელსაც ქართველი მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური გათხრების გაგრძელებასა და გამოვლენილი არქიტექტურული ნაშთების საკონსერვაციო პროექტის მომზადებას გეგმავს. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
გარემოს დაცვის მინისტრი
info9 info99
ხალიფაურის ცენტრში
info9 info99
თავდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში, ნ.6
Lia Todua
მინისტრი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართვე...
TV IMEDI
გაახარე შენი ბზა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MOE: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ანგ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მინისტრი BIAFF 2016-ის მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდა
culturegovge culturegovge
მინისტრი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა
culturegovge culturegovge