საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ
საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დემონსტრაციებში 368 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა. პარიზში პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ფოერვერკები და სხვა საგნები ესროლეს, დაწვეს ნაგვის ურნები და გზებზე ბარიკადების აღმართვა სცადეს. დაკავებულია 12 ადამიანი. საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. გუშინ გვიან, ღამით სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა ინიციატივა პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების ერთობლივმა კომიტეტმა უნდა განიხილონ და ტექსტის შეთანხმების შემთხვევაში, რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო კენჭისყრა ორივე პალატაში მომავალ კვირას არის დაგეგმილი. თუმცა, ეროვნულ ასამბლეაში მაკრონის პარტიას ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად სჭირდება მოკავშირეები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
არეულობა საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო საპენსიო რეფორმა საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადავო საპენსიო კანონი საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 17 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 31 იანვარი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური გაფიცვა საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასობრივი პროტესტი საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster