#მოამბე 21 საათზე, 17 მარტი, 2023 #LIVE

17.03.2023 58:35

• ბრიტანეთის პირველი დიპლომატი საქართველოში ნახევარი მილიონი ფუნტის დახმარებით და მხარდამჭერი გზავნილებით ჩამოვიდა - ჯეიმს კლევერლის შეხვედრა პრემიერთან და ქართველ კოლეგასთან, განხილული საკითხები და პოლიტიკური შეფასებები • საფრანგეთში მთავრობის მიერ საპენსიო რეფორმის კანონის კენჭისყრის გარეშე მიღებას პროტესტი და დაძაბულობა მოჰყვა - პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა; „ევრონიუსის“ ცნობით, ქვეყნის პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება იგეგმება • „ნაციონალური მოძრაობა“ ევრორეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობის ნაცვლად კვლავ ქუჩას ირჩევს და 9 აპრილის აქციისთვის ემზადება - მმართველი გუნდი ორგანიზატორებს ქვეყნის ისტორიული თარიღის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, ოპოზიციის ნაწილი კი ხაბეიშვილს შეახსენებს, რომ ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი არ არის და არც „ქართული ოცნებაა“ საბჭოთა იმპერია • ანიმაციური ფილმი „ოჰ დედა დედა“ - სტუდია „ფანტასმაგორიას“ ახალი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია, კონკურსში გამარჯვებული პროექტის სცენარი და შემოქმედებითი ჯგუფის მოლოდინი ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: