პრემიერი კასპის ცემენტის ქარხანაში


კასპში ცემენტის განახლებული ქარხანა გაიხსნა.
ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. კომპანიის, - „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, - ინფორმაციით, კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. მოხდა ქარხნის სრული მოდერნიზება და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ-რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
პროექტი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა“ და „ჰანიველ პარტნერსის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან