შეხვედრა კასპის მოსახლეობასთან
ჩვენ გვინდა მომავლის პოლიტიკა; მომავლის პოლიტიკა არის საქმის კეთება, ადამიანებზე ზრუნვა, მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, გაერთიანება და უკეთესი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კასპის მოსახლეობას, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამისთვის, მხარდაჭერა სჭირდება "ქართულ ოცნებას", რომლის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება იქნება. "დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად დავამტკიცებთ, რომ ეს გზა არის უფრო სწორი გზა, ვიდრე ის გზა, რომლითაც ჩვენ გასული 25 წელი ვიარეთ. აღარ შეიძლება იმ გზით სიარული. ახალი გზა გვჭირდება და ეს არის "ქართული ოცნების" გზა - ეს არის გაერთიანების, სიყვარულის და აღმშენებლობის გზა", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, გააერთიანოს მთელი საზოგადოება და დაასრულოს დაპირისპირება. "დავასრულოთ ის, რომ ადამიანები არ ინდობენ ერთმანეთს; არ ინდობენ შეურაცხყოფისთვის, ბოროტი სიტყვისთვის. ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩაბარდეს და ჩვენ უფრო მეტი ერთიანობის გრძნობა უნდა გაგვაჩნდეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ასეთი დაპირისპირებით. საზოგადოება უნდა დამშვიდდეს. არ შეიძლება, მუდმივად იყოს დაძაბულობა, ადამიანები ცხოვრობდნენ იმით, ვინ ვის მოუგო წინა საღამოს პოლიტიკურ შოუში, ვინ უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ვინ უფრო მეტი პოლიტიკური ტექნიკა გამოიყენა იმისთვის, რომ თავისი უპირატესობა ეჩვენებინა საზოგადოების წინაშე. ეს ყველაფერი უნდა იყოს წარსულის პოლიტიკა. ჩვენ გვინდა მომავლის პოლიტიკა; მომავლის პოლიტიკა არის საქმის კეთება, ადამიანებზე ზრუნვა, მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, გაერთიანება და უკეთესი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. #არჩევნები2016
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა კასპის მოსახლეობასთან
გიორგი ხოჯევანიშვილი
შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
შიდა ქართლის მხარე
ნესტან კირთაძის შეხვედრა კასპის რაიონის საზღვრისპირა სოფელ...
nikoloz orjonikidze
#არჩევნები2020 შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასაარჩევნო კამპანია პანდემიის პირობებში
Trialeti TV
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ იწყება
culturegovge culturegovge
ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ იწყება
culturegovge culturegovge