კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმერეთში

13.09.2020 00:56

მზარდია იმერეთის კლასტერიც. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 სწორედ ამ რეგიონში დადასტურდა. დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების კონტაქტია, ერთის ინფიცირების წყარო კი, ჯერ გაურკვეველია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ლაბორატორიაში 1100-მდე საკვლევი ნიმუში აიღეს. იმერეთის რეგიონში გასული 72 საათის განმავლობაში კორონავირუსი 65 პირს გამოუვლინდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: