საქართველო ევროკავშირისგან სესხის აღებაზე უარს ამბობს
09/01/2021
რატომ თქვა მთავრობამ უარი ევროკავშირის სესხის აღებაზე, საკითხი პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობით იყო მცდელობა, დაწესებულიყო გარკვეული ფინანსური სანქციები. ამ კონტექსტში ღარიბაშვილმა გაიხსენა 2014 და განაცხადა, რომ ოპოზიცია აქტიურად მუშაობდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესაფერხებლად.
დღესვე მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, სადაც ევროპარლამენტარი ამბობდა, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა, შესაბამისად, მთავრობა ვერ იტყოდა უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.
ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტარი არ არის მისი უფროსი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კვლავ აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის გზა რუსეთისკენ და ამ ქმედებებით ხელისუფლება უარს ამბობს შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.