უარი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე
მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი. საქართველო ევროკავშირისგან სესხს ამ ეტაპზე აღარ მიიღებს. საუბარია 150 მილიონიან სესხზე, რომლის ნახევარი ქვეყანას პანდემიის დაწყების დროს, შარშან უკვე ჩაერიცხა. მმართველმა გუნდმა სესხის არმიღების მიზეზად საკუთარი გადაწყვეტილება დაასახელა და ეს პოზიცია გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლებით, საგარეო ვალის შემცირების დაწყებითა და ბიუჯეტში დამატებით შესული მილიარდი ლარით გაამყარა. თუმცა, ხელისუფლების დღევანდელ განცხადებას არ ემთხვევა ევროკავშირის განმარტება, სადაც წერია, რომ ფინანსური დახმარების გამოყოფის პირობები საქართველომ საკმარისად ვერ შეასრულა. „ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“- ასეთია გზავნილი ბრიუსელიდან. ოპოზიცია კი, გადაწყვეტილებას პირდაპირ შარლ მიშელის შეთანხმებას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე უარით „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების საბოლოოდ ჩაგდება გადაწყვიტა. პოლიტიკური ურთიერთბრალდებების დროს, მმართველი გუნდიდან დღეს ოპონენტებს რამდენჯერმე შეახსენეს ის გამოსვლები, სადაც ოპოზიცია მკვეთრად გაზრდილი საგარეო ვალების გამო, მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რატომ ამბობს "ოცნება" უარს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ჯიმ რიშის განცხადება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოცნებამ უარი თქვა როგორც დემოკრატიულ რეფორმებზე ისე ქვეყნის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
188
რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში...
Zaza Tsotniashvili
საქართველო ევროკავშირისგან სესხის აღებაზე უარს ამბობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა ფასი აქვს უკრაინის ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას?
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster