კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული, რომელსაც შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი მოსდევს. ყველა ამ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტია. რაც შეეხება მსხვერპლს, მსოფლიოში ვირუსით ჯამში მილიონ 168 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 76 პაციენტი გარდაიცვალა, აზერბაიჯანში - 11 ადამიანი. სომხეთში - 26, რუსეთში კი,  346 ადამიანი. დღეიდან რუსეთში მასობრივი შეკრების ადგილებში, ტრანსპორტსა და ლიფტებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. აიკრძალა საღამის 11 საათის შემდეგ კაფეებისა და რესტორნების მუშაობა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან