● არშემდგარი პაემანი

03/16/2013
TheApokaliptos-ის მიერ

კაკუნი... - ვინ არის?
მემგონი არ გიცნობთ
წვეთი ვარ მდინარის, ახლავე განგივრცობთ...
მოვძრავდი, მივძრავდი
ოღონდ თქვენ მიბრძანეთ,
ოღონდ დამიწყნარდით და არ გამიბრაზდეთ,
აღარ შემიძლია თქვენით მე რომ ვთვრები,
დაშლილი ღვიძლია თქვენდამი სტროფები,
თქვენდამი სტროფები, გულის შეფეთქება,
ტრფობით გავცოფდები, ცოფი შემერგება.
მიმამეთ, მიშვილეთ, თქვენი ვარ მოყვარე,
აი, მოგიშვირეთ მეორე ლოყა მე,
დრო არის ფინალის -
თავიდან დავიწყოთ -
კაკუნი... ვინ არის?
ხომ ვთქვი, რომ არ გიცნობთ...

ნიკო გომელაური
   • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭