ნატოს და ევროკავშირის გადაწყვეტილებები


დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს.

ბრიუსელში გამართული სამი საგანგებო სამიტის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებენ და ალტერნატიული გზების მოძიებას დაიწყებენ. ერთ-ერთი მთავარი შედეგი აშშ-სა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაა, რომელიც სწორედ რუსული გაზის მიწოდების შემცირებას და ბუნებრივი აირით ევროპის ამერიკიდან მომარაგებას გულისხმობს. ნატოს, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის სამიტების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება იყო. ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილია, რომ მათ დივერსიფიკაციის გზების მოძიება სურთ, ამ მიზნით იგეგმება ინვესტიციების ზრდა განახლებადი ენერგიის სფეროში.

ევროკავშირთან ერთად მთელ რიგ ზომებს იღებს ნატოც, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვას აძლიერებს. ბრიუსელიდან უკრაინამ დახმარების გაგრძელების პირობა და არაერთი მხარდამჭერი გზავნილი მიიღო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან