"ჩრდილოეთის ნაკადის" ბიძგები ნატოს ალიანსისათვის
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში გამოიკვეთა უთანხმოება რამდენიმე საკითხის გარშემო. მათ შორის არის ნატო, რომელსაც ტრამპმა "მოძველებული" უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა გერმანია, რომელსაც უწინასწარმეტყველა „სრული დამოკიდებულება“ რუსეთის ენერგეტიკაზე, თუ ბერლინი „დაუყოვნებლად არ შეცვლის კურსს". რა გავლენას ახდენს გერმანიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ერთი მხრივ, რუსეთთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესები და, მეორე მხრივ, არცთუ იოლი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან? როგორ ცხოვრობდნენ და რა კვალი დატოვეს შვაბებმა საქართველოში? როგორია ოჯახში ძალადობის მონაცემები ევროკავშირსა და საქართველოში? რას ემყარება ორი ქართველი მოქანდაკის ძველი მეგობრობა ანტვერპენში? რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ის პოლიტიკა
Euronews Georgia
რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენი გადაკეტა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ჩრდილოეთ ნაკადის“ ტურბინას ოტავა ბერლინს უბრუნებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვრცელდება ახალი ინფორმაცია ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის აფე...
Euronews Georgia
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster