კორუფცია შოვის ბაკურიანიზაციისთვის

02/14/2023

© - https://mtisambebi.ge/ - რაჭაში, კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რომლის მომზადებისთვისაც შპს „არტსტუდიო პროექტს“ ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი გადავუხადეთ, ადგილობრივი მოსახლეობის - გლოლელების დაჩაგვრის ხარჯზე მონოპოლიურ მდგომარეობას უქმნის ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებს, მსხვილ ბიზნესმენებს. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილმა, 2022 წლის 22 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, გლოლის მცხოვრებლების საფუძვლიანი კითხვებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, გეგმა დამტკიცებულად ისე გამოაცხადა, სხდომაზე დამსწრე 25 წევრიდან მაქსიმუმ 10-ზე მეტს, ხმის მიცემის ნიშნად ხელიც არ აუწევია, ოქმში კი ჩაწერეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 22-მა წევრმა მიიღო, მომხრე იყო 17 და წინააღმდეგი 5. გეგმის დასამტკიცებლად საკრებულოს სულ მცირე 13 წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდა, სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტის.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან