პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება

07/14/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე სტუმრად ტელეკომპანია \"იმედის\" გადაცემაში \"დღის შოუ\".
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 15 ივლისიდან საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება.
პროექტის ფარგლებში, კინოსპეციალისტები საქართველოს ძნელად მისადგომ 30 სოფელსა და საზღვრისპირა დასახლებებს ესტუმრებიან, სადაც სკოლების ბაზაზე, 2 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად გამართავენ მსოფლიო და ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენებებს, მოაწყობენ დისკუსიებს ფილმების შესახებ. კინოსპეციალისტები ბავშვებს ფილმის შექმნის სპეციფიკას გააცნობენ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადააღებინებენ. ამასთანავე დაგეგმილია ცნობილი ქართველი რეჟისორების შეხვედრები ბავშვებთან. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდებიან ზაზა ურუშაძეს, გიორგი ოვაშვილსა და ლევან თუთბერიძეს და თავად დაუსვამენ კითხვებს მათი ფილმების შესახებ.
პროექტის მთავარი მიზანი მაღალმთიან და საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრებ მოზარდებში კინოგანათლების ამაღლებაა; ფილმების ნახვა და შემდგომი დისკუსიები გააუმჯობესებს მოსწავლეების სააზროვნო და ესთეტიკურ უნარებს; მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაში ჩართვა კი ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტში ჩართულია 30 სოფელი, მათ შორისაა საზღვრისპირა დასახლებები: ხურვალეთი, კნოლევი, დიცი, ერგნეთ–მამისაანთუბანი, ასევე რუხი, კოკი, განმუხური, დუმასტური. გარდა ამისა, მაღალმთიანი და ძნელადმისადგომი სოფლები: ღები, კაცხი, ბეჩო, მუჟალი, უშგული, ბარისახო, შუაფხო, ზარზმა და სხვა.
პროექტის ფარგლებში, 14 კინოჩვენება გაიმართება.



http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან