დიპლომატია შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხის წინააღმდეგ


დიპლომატია თუ თავდასხმა - ის, თუ რა გზას აირჩევს რუსეთი, მსოფლიოს მთავარი საფიქრალი და ნომერ პირველი გამოწვევაა.

დასავლეთი მოსკოვიდან მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის შეკავებას ყველა გზით ცდილობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი კიევშია. ოფიციალური ვაშინგტონი კრემლს ახლა უკვე უკრაინის დედაქალაქიდან აფრთხილებს, რომ 2014 წლის სცენარის გამეორება და უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება. ორ დღეში ჟენევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი. წარმომადგენლების საუბრის და უშედეგო დიალოგის შემდეგ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ახლა უკვე აშშ-ის და რუსეთის პირველი დიპლომატები დასხდებიან. მეტწილად სწორედ ამ აუდიენციის შედეგებზეა დამოკიდებული, მოხერხდება თუ არა საომარი მოქმედებების ზღვარზე არსებული სიტუაციის დეესკალაცია. არაერთი საერთაშორისო მოწოდების ფონზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია ხდება. ვაშინგტონის და ბრიუსელის მკაფიო პასუხის მიუხედავად, მოსკოვი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად იურიდიული გარანტიების მიღების მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან