ევროპარლამენტის ანგარიში - გამოხმაურებები
ევროპარლამენტის რეზოლუციას პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზციის ნაწილი აქცენტს რეზოლუციის კრიტიკულ პუნქტებზე აკეთებს, სადაც საუბარია სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობაზე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბებასა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ რეფორმა გრძელდება და ყურადღებას რეზოლუციის იმ პუნქტებზე ამახვილებს, სადაც დადებითადაა შეფასებული მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილება, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და კოვით-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც ევროპარლამენტი დოკუმენტში მაღალ შეფასებას აძლევს. რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია 31 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა, ამავდროულად, ევროპარლამენტი კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტმა 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტი 36 პუნქტს მოიცავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ან...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ან...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 15 დეკემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში - შეფასებები თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის ანგარიში - შეფასებები
TV IMEDI
ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე
TV IMEDI