საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში
ევროპარლამენტის ანგარიშს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უპრეცედენტო რამ მოხდა და მას იმ ადამიანმაც კი არ დაუჭირა მხარი, ვინც შეიმუშავა ანგარიშის პროექტი. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის ეს ანგარიში „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიო გზავნილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში წელს, ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხების გარდა, მოხვდა ჩანაწერები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არის მოწოდება საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია. ასევე არის მოწოდება ევროპული სტრუქტურების მიმართ, შეისწავლონ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირები რუსეთის ფედერაციასთან და დამტკიცების შემთხვევაში, გატარდეს შესაბამისი ზომები, მათ შორის დაწესდეს პერსონალური სანქციები. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მის აღსრულება ევროგაერთიანების ინსტიტუტებისთვის სავალდებულო არ არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ან...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-ევროკავშირი - ასოცირების შეთანხმების ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამთავრობო კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster