საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

15.12.2022 03:10

ევროპარლამენტის ანგარიშს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უპრეცედენტო რამ მოხდა და მას იმ ადამიანმაც კი არ დაუჭირა მხარი, ვინც შეიმუშავა ანგარიშის პროექტი. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის ეს ანგარიში „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიო გზავნილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში წელს, ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხების გარდა, მოხვდა ჩანაწერები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არის მოწოდება საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია. ასევე არის მოწოდება ევროპული სტრუქტურების მიმართ, შეისწავლონ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირები რუსეთის ფედერაციასთან და დამტკიცების შემთხვევაში, გატარდეს შესაბამისი ზომები, მათ შორის დაწესდეს პერსონალური სანქციები. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მის აღსრულება ევროგაერთიანების ინსტიტუტებისთვის სავალდებულო არ არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში
04:39

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში
08:08

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
04:04

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში
05:49

ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშის განხილვა
01:51

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველო-ევროკავშირი - ასოცირების შეთანხმების ანგარიში
06:00

საქართველო-ევროკავშირი - ასოცირების შეთანხმების ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში
03:39

შესწორებები ევროპარლამენტის ანგარიშში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამთავრობო კომისიის სხდომა
02:38

სამთავრობო კომისიის სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო