ზუგდიდის თეატრის თანამშრომლებს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგინეს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს დღეს ახლად დანიშნული რეჟისორი ლაშა შეროზია წარუდგინეს. სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბადრი მაისურაძემ გააცნო. „სამინისტროს მიერ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე კანდიდატმა მიიღო. საბჭომ ყველა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა. ლაშა შეროზიას მიერ წარმოდგენილი გეგმა ერთხმად მისაღები აღმოჩნდა. საბჭომ მიიჩნია, რომ ის იყო შესაფერისი კანდიდატურა, რომელიც ამ თეატრის დღევანდელ გამოწვევებს გაუმკლავდება“, - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა თეა ონიანმა. პროფესიული საქმიანობასთან ერთად, ლაშა შეროზია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგიგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალურ პროექტში. ამასთან ერთად, ის არასამთავრობო ორგანიზაცია „International Union of Young Artists” ერთ-ერთი დამფუძნებელია. ლაშა შეროზიამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბადრი წერედიანი შეცვალა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მერია: ანსამბლ "თუთარჩელას" ფართი ექნება, თუმცა არა კულტურის...
Radio Atinati
ზუგდიდის თეატრის დაარსების დღე მსახიობებს მერიაში მიულოცეს
Radio Atinati
ზუგდიდის თეატრის 148 წლისთავი და მოქალაქეების თეატრალიზებული...
odishitv
ზუგდიდის თეატრის არქივი
zugdidi theatre
ზუგდიდის თეატრის გასტროლები ლიტვაში
Newsportal. ge
ზუგდიდის თეატრის მსახიობებმა ხელოვნური ფალოსები პირში ჩაიდეს
ტელეკომპანია სეზონი ⁌ Sezoni-TV
ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის თეატრის გასტროლები ლიტვაში
TV IMEDI