მერია: ანსამბლ "თუთარჩელას" ფართი ექნება, თუმცა არა კულტურის სახლში

16.10.2018 04:02

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერიის სხვა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კულტურის სახლში მივიდნენ, სადაც სარეპეტიციო ფართის დაბრუნების მოთხოვნით ბავშვები შეიჭრნენ. ნანავა აქციის მონაწილეებს და თეატრის მსახიობებს, შეხვედა რომლებსაც ამჟამად აღნიშნული ფართი აქვთ დაკავებული. შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დაიხურული იყო, ასევე ვერ მოხვდა კულტურის სახლის დირექტორი ნატო გელენავა. მისი თქმით ის მაიზერ ნანავამ არ შეუშვა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: