"ცისარტყელას" მკერავები ზუგდიდიდან
მკერავის პროფესიას 48 წლის ლელა ჯიქია თავის დროზე დედის თხოვნით დაეუფლა. "ცისარტყელაში" მოსულმა 17 წლის გოგომ ჭრა-კერვის კურსი საკუთარ ნათესავთან გაიარა და უკვე 30 წელია მისთვის საყვარელ საქმეს აკეთებს. "საკმაოდ რთული იყო თავიდან, რაღაცებს სკოლის პერიოდში ჩემითაც ვიკერავდი, დის დახმარებით, ფორმებს, წინსაფარს... ვისთანაც მოვედი, ქალბატონი მანონი, ყველაფერს მასწავლიდა, მიჩვენებდა...თანდათან ჩემითაც ვისწავლე რაღაცები. ის 2 წელიც, როცა პატარა მყავდა და სახლში ვიყავი, მაშინაც ვკერავდი და დედამთილი ყიდდა ამ ჩემს შეკერილებს, 92-93 წლებში ხდებოდა ეს, აფხაზეთის ომის დროს. ასე ვირჩენდი თავს. წლებმა მომიტანა გამოცდილება, მაგალითად პალტოების, ქურთუკების, პიჯაკების კერვა ხომ საკმაოდ რთულია.... ღამე რომ დავწვებოდი, ვფიქრობდი, ეს ხვალ ასე უნდა გავაკეთო, ის სხვანაირად. თარგებს არ ვიყენებ, ჩემით ვკერავ ყველაფერს", - გვეუბნება ლელა. მის სამკერვალოში ყველა ასაკის ადამიანი მოდის. ხშირად იკერება სამოსი მოცეკვავეთა ანსამბლებისთვის. ღიმილით გვიყვება, რომ თაობების ცვლილებასთან ერთად მოდის წარსულში არსებული ტენდენციებიც ბრუნდება. "ძველი დრო დაბრუნდა თითქოს, რაც მოდაში იყო 20 წლის წინ, რასაც მაშინ ვკერავდით, ის შემობრუნდა. ერთს რომ შევუკერავ და ლამაზია, მეორე მომხმარებელი ამას მოჰყავს. 22 წელია ანსამბლ "თუთარჩელას" ვუკერავ ფორმებს... შეიძლება ითქვას, ბევრი მომხმარებელი მყავს, 30 წლის განმავლობაში დაგროვდნენ. ყველასთან მეგობრული ვარ, ოჯახის წევრებივით ვექცევი",- გვიზიარებს საკუთარი წარმატების ფორმულას მკერავი. მასთან ერთად უკვე 10 წელია მუშაობს მისი უკვე ყოფილი შეგირდი მარიც. ახლა ლელა საკუთარ გამოცდილებას კიდევ ერთ ახალგაზრდას უზიარებს. "წლების განმავლობაში რამდენიმე ქალს ვასწავლე ეს საქმე და მათი უმეტესობა დასაქმებულია, რაც ძალიან მიხარია, დამოუკიდებელი მკერავები არიან. 1 წელი სჭირდება ადამიანს, ალბათ, საბაზისო ცოდნა რომ მიიღოს, მონდომებული უნდა იყოს და უყვარდეს საქმე, ხედვა ჰქონდეს", - გვიხსნის ლელა. პანდემიის გამო მომხმარებლები მის ოთახსაც შემოაკლდა. თუკი კორონავირუსის გავრცელებამდე კვირიდან კვირამდე აქ 7-10 კაბა იკერებოდა, ახლა შეკვეთების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა ლელა იმედს არ კარგავს და ცდილობს გამოუვალ სიტუაციაშიც იპოვოს გამოსავალი. "პანდემიის დროს 5 თვე ვიყავი სახლში და პირბადეებს ვკერავდი, 2000- მდე პირბადე შევკერე. რომ ჩაგვკეტეს, ყველასთვის იყო რთული პერიოდი. 300 ლარით როგორ უნდა გვეცხოვრა? მე დისტანციურად ვიღებდი შეკვეთებს, ვაწარმოებდი ტანსაცმელსაც და სოციალური ქსელით ვყიდდი, ეს ძალიან დამეხმარა. მაინცდამაინც დიდ უკეთესობას ვერ ვხედავ ახლაც, მაგრამ თითქოს ცოტათი დაიწყო მოძრაობა, იმედია, დალაგდება ყველაფერი", - ამბობს ლელა ჯიქია. 2 შვილიშვილის ახალგაზრდა ბებია ზუგდიდში საკუთარი სამკერვალოს გახსნაზე ოცნებობს და ფიქრობს, რომ პანდემიის შემდეგ, როცა ადამიანები ისევ ისწავლიან დღეების ბედნიერად გატარებას, ის ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს. სრულად ნახეთ ბმულზე: https://bit.ly/2QEFdq5 რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ცისარტყელას დროშებით არ გაგატარებთ! - ხმაურიანი დებატები - რ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ცისარტყელას იღბლიანი ბლოკი!
DachiPlayzz
Diy Rainbow/ცისარტყელას ფერებით და სიმღერით დახატვა//easy ar...
GMZA TV
ცისარტყელას იღბლიანი ბლოკების რბოლა Minecraft-ში!
DachiPlayzz
,,ცისარტყელას მიღმა საქართველოა'' 11 06 2013
მეცხრე ტალღა
ცისარტყელას ფერები
GEO RGIA
"ცისარტყელას ფერები"-გაკვეტილი 2.
სტუმრად პიკოსთან
ცისარტყელას ფერებს
Zviad P.