მერია ზუგდიდის სტადიონზე: ფედერაციის რეკომენდაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ

07.11.2017 01:30

ზუგდიდის მერია სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი წერილით მიმართავს და სამუშაოებს მათი რეკომენდაციის მიხედვით გააგრძელებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლოგუამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი სტადიონის რომელიმე პარამეტრი, მათ შორის, ბეტონის კედელი არ შეესაბამება უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს, ფედერაციის რეკომენდაციები მშენებლობის მეორე ეტაპისთვის ტექნიკურ დავალებაში გადავა. „საზოგადოებრივი დაინტერესების შემდეგ ვგეგმავთ ასეთი სახის კომუნიკაციას, ჩვენ მივმართავთ წერილით სფფ-ს, რათა მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები და სტადიონის ყველა პარამეტრი იყო სტანდარტებთან შესაბამისობაში. სტადიონი კი საბოლოოდ იმ ფორმით იქნება, რა მოლოდინიც გვაქვს. თუკი რომელიმე ნაწილი სტანდარტების დარღვევით ან თუნდაც მცირე ცდომილებით არის შესრულებული, იმ სტანდარტებამდე უნდა მივიყვანოთ, რომელსაც უეფას მესამე კატეგორიის სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს“, - თქვა ლოგუამ. მისივე თქმით, პროექტი მოწონებული იყო ფეხბურთის წინა ფედერაციის მიერ და ზუგდიდის მერიას პროექტის პარამეტრების სისწორესა და ვარგისიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა. ლოგუა ამბობს, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი, რისთვისაც 9 მილიონია გათვალისწინებული, უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შემდეგაც მეორე ეტაპისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მერია მშენებარე სტადიონზე: ბეტონის გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია
02:06

მერია მშენებარე სტადიონზე: ბეტონის გალავნის შემოვლება მსოფლი...

Radio Atinati

ზვიად სიჭინავა მაიზერ ნანავას პასუხობს
01:34

ზვიად სიჭინავა მაიზერ ნანავას პასუხობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მაიზერ ნანავა: სტადიონზე დაზიანებებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აღადგენს
00:54

მაიზერ ნანავა: სტადიონზე დაზიანებებს სამშენებლო კომპანია „და...

Radio Atinati

ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა იწყება!
00:45

ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა იწყება!

ქალაქ ზუგდიდის მერია

ზედაეწერში  ფეხბურთის სათადარიგო სტადიონი რემონტდება
01:07

ზედაეწერში ფეხბურთის სათადარიგო სტადიონი რემონტდება

ქალაქ ზუგდიდის მერია

კორცხელში ორი წლის წინ მოჭრილი ხის მორები ლპება
02:13

კორცხელში ორი წლის წინ მოჭრილი ხის მორები ლპება

Radio Atinati

გუბერნატორმა ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
02:54

გუბერნატორმა ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

მერია კულტურის სახლის გვერდით არსებულ მიწის ნაკვეთს ყიდის
01:09

მერია კულტურის სახლის გვერდით არსებულ მიწის ნაკვეთს ყიდის

Radio Atinati

ყველა ვიდეო