ხელოვნური | Artificial

05/18/2021
Untitled Gallery-ის მიერ

ვიდეო მოამზადა არტ არეამ, ვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით
The video is produced by ArtArea to whom we are very much thankful

For English please scroll down.

უსახელო გალერეა ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის ფარგლებში წარმოგიდგენთ დათო ქორიძის პროექტ \"ხელოვნურის\" გამოფენას.

\"ხელოვნური\" წამოადგენს ფოტო პროექტს/გამოფენას, რომელიც იკვლევს ხელოვნების აღქმას საქართველოს დღევანდელი საზოგადოების დიდ ნაწილში.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა კრიზისმა ნათლად გვაჩვენა საზოგადოების დამოკიდებულება ხელოვნების და ხელოვანების მიმართ. სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ხელოვანთა გარკვეული ჯგუფი იყო საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიასთან დაკავშირებულმა გლობალურმა შეზღუდვებმა.
ფოტოგრაფ დათო ქორიძისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სიმბოლური გამოხატულება არის ქალაქში გჩენილი შეფუთული, თითქოც ამოუცნობი ელემენტები, რომლის ხშირაც არც წარმომავლობა ვიცით, ვერც მის ფუნქციას ვხედავთ და არც გვაქვს ინფორმაცია თუ რა იმალება გადაკრული ნაჭრის უკან.

ქუჩაში გაჩენილი უნებლიე ქანდაკებები, თითქოს, სწორედ იმ ხელოვანების სიტუაციას გამოხატავენ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და ვისაც ყველაზე მეტად შეეზღუდა მუშაობის სივრცე.

დღეს არის სწორედ ის დრო, რომ ვისაუბროდ იმაზე, თუ რა გადამწყვეტი როლი ენიჭება ხელოვნებას ჩვენს ეპოქაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, თუ საზოგადოებამ იმისთვის, რომ ხელოვნებას ეს ფუნქცია არ დააკარგვინოს. ხელოვნება, განსხვავებით სხვა სფეროებისგან, იძლევა სივრცეს დისკუსიისთვის, აზრთა შეჯამებისთვის და რადიკალურად განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფების მშვიდობიანად თანაარსებობისთვის უკეთესი მომავლისკენ.

ეს არის და უნდა იყოს ხელოვნება, რომლის უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ შეფუთული სახით, დაპაუზებული,სახედაკარგული და შეუმჩნეველი გვხვდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ხელოვანის კარიერას, თუ ყოფადობას, არამდენ აფერხებს მთლიანი საზოგადოების განვითარებას უფრო მეტი ინკლუზიურობისთვის და სამართლიანობისთვის.

დათო ქორიძე არის თბილისში დაფუძნებული ხელოვანი. მას წლების განმავლობაში აქვს განხორციელებული არა ერთი პროექტი, რომელიც მკაცრად ეხმიანებოდა სოციალურ უთანასწორობას, უმცირესობების უფლებებს, თუ ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებას სხვა და სხვა საჭირბოროტო თემაზე.
იგი არის მრავალი ფესტივალის გამარჯვეული. დათო ქორიძის ფოტო პროექტები ასევე მოხვდა არა ერთ გავლენიან გამოცემებში. ის ამჟამად რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროსთან თანამშრომლობასთან ერთად განაგრძობს მუშაობას საკუთარ პროექტებზე.


გამოფენის კურატორი: გიორგი როდიონოვი
გამოფენა მიმდინარეობს 15 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით ყოველ დღე შუადღის 1 საათიდან საღამოს 7 საათამდე

ადგილი: https://goo.gl/maps/axCx8s8qh4AZc9jT7
დასწრება უფასოა

- - -
Untitled Gallery in the frame of Kolga Tbilisi Photo is pleased to present the new exhibition of the project by Dato Koridze.

\"Artificial\" is a photo project/exhibition that is researching the values of art in the society of modern Georgia.

Last year during the global crisis caused by the pandemic we clearly saw Georgian society’s approach to art and artists. Together with the representatives of other spheres, artists were part of the communities who suffered most from the restrictions due to COVID-19.

One of the clearest symbols of this crisis for a photographer Dato Koridze is the unidentifiable wrapped elements in public spaces that popped up in the city. In most cases we have no information about those objects, where they come from, what their function is or what is hidden behind the fabric that covers them.

Those suddenly born city sculptures represent exactly the situation around those artists who suffered and who’s working space got limited most.
Today is the exact time to speak about the importance of the artist's role in our epoch and discuss what can be done by the government or general society so the art does not lose this value. Art, unlike most of the other spheres, gives an enormous space for discussions, conclusions of numerous opinions and for radically different minds to live together in peace for a better future.

This is and must be the art which sadly is standing wrapped right now paused, faceless and invisible in our daily lives. This puts not only the career and general being of an artist in danger but also stops the sparkles of the society's development for more inclusivity and justice.
Dato Koridze is a Tbilisi based artist. He is the author of a number of projects talking about social inequality, minority rights or communities' approach to different suppressive topics.
He is also a winner of many international festivals. Dato Koridze’s photo projects appeared in different world’s influential publishings.
For now he is a part of the team of Radio Free Europe, Radio Liberty’s Tbilisi office.

The curator: Giorgi Rodionov
Location: https://goo.gl/maps/axCx8s8qh4AZc9jT7
Exhibition will be on from 15th of may till the 9th of June
Free entrance