საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

15.03.2021 09:06

15 მარტი ისტორიული დღეა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ორი კვირით დაგვიანებული ვაქცინაცია დაიწყო. ამ წუთის მონაცემებით უკვე აცრილია სამედიცინო პერსონალის 668 წარმომადგენელი. კოლეგებისთვის მაგალითის მისაცემად დილიდან წამყვანი ეპიდემიოლოგები და ექიმები ვაქცინას პირდაპირ ეთერში იკეთებენ. „კოვაქს“ პლატფორმიდან მიღებული „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისსა და რეგიონებშია განაწილებული. ამ მომენტისთვის დარეგისტრირებულია და საკუთარ რიგს ელოდება 4 202 სამედიცინო მუშაკი. სამხრეთ კორეაში წარმოებული ბრიტანულ-შვედური ვაქცინა ორ დოზად 8-დან 12 კვირამდე ინტერვალით კეთდება. სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი პირველი პარტია ბოლომდე უნდა ამოიწუროს, მეორე დოზისთვის კი აპრილში მისაღები მარაგია გათვალისწინებული. აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა ექიმებს კოლეგების აქტიურობის იმედი აქვთ, რადგან პანდემიის დასრულების მთავარ იარაღად სწორედ ვაქცინაცია სახელდება. ეპიდემიოლოგები „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშ გვერდით ეფექტებს გამორიცხავენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"ეს პანდემიის დასასრულია\" - ექიმები ზუგდიდში, რომლებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს
02:31

"ეს პანდემიის დასასრულია" - ექიმები ზუგდიდში, რომლებმაც კოვი...

Radio Atinati

\"pfizer\"-ის  ვაქცინა  საქართველოშია
02:36

"pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა
05:56

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

COVID 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის კვლევა და ვაქცინაცია
06:48

COVID 19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის კვლევა და ვაქცინაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრებიან
05:30

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიც...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

COVID  19  ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კახეთის სოფლებში
01:50

COVID 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კახეთის სოფლებში

ტელეკომპანია თანამგზავრი

Covid-19: საქართველო ისევ ვაქცინის მოლოდინშია
03:20

Covid-19: საქართველო ისევ ვაქცინის მოლოდინშია

ამერიკის ხმა

როგორ შეიქმნა პირველი ვაქცინა
01:55

როგორ შეიქმნა პირველი ვაქცინა

Georgian Center for Strategy and Development GCSD

ყველა ვიდეო