ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

14.07.2021 05:56

საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც "pfizer"-ით ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართულები. "pfizer"-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“. ამ ეტაპისთვის, "pfizer"-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება. "pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. "pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.... მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც. "pfizer"-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა
01:31

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს...

Rioni.TV

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა
07:35

ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან
01:10

შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამედიცინო დაწესებულებები მთავრობას ჰოსპიტალური სექტორის მხარდაჭერას სთხოვენ
03:59

სამედიცინო დაწესებულებები მთავრობას ჰოსპიტალური სექტორის მხა...

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

\"ეს პანდემიის დასასრულია\" - ექიმები ზუგდიდში, რომლებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს
02:31

"ეს პანდემიის დასასრულია" - ექიმები ზუგდიდში, რომლებმაც კოვი...

Radio Atinati

შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან
05:18

შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრზე
01:26

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრზე

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

სად მიიღო ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო განათლება
13:23

სად მიიღო ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო განათლება

Metronome მეტრონომი

ყველა ვიდეო