„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრებიან
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში 45 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას https://booking.moh.gov.ge/-ზე ხვალ, 20:00 საათიდან შეძლებენ. მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის - 15 22-ის მეშვეობითაც შეეძლებათ. „გასულ კვირას გერმანიამ „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რისკების შეფასებისა და დამატებითი კონსულტაციების შედეგად, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა “ასტრაზენეკასთვის“ ასაკობრივი ზღვარის შემცირების საკითხს. ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები ხვალ, 20:00 საათიდან შეძლებენ. სავარაუდო გართულებები, რის გამოც სხვადასხვა ქვეყანამ „ასტრაზენეკაზე“ ასაკის შეზღუდვა განიხილა, არის ძალიან იშვიათი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა „სინოვაკთან“ (Sinovac Biotech) დაკავშირებითაც იმსჯელეს. იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებული საბჭო მთავრობასთან „სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენების საკითხს განიხილავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაცია „სინოვაკის" გამოყენებასთან მიმართებით დასასრულს უახლოვდება. თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა არსებობს სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის დადებითი შუალედური დასკვნა „სინოვაკის“ შედეგების შესახებ. გარდა ამისა, ხვალ, 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ (Sinopharm) მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება. 11 მაისის მონაცემებით საქართველოში 67 136 აცრაა ჩატარებული. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
სიახლეები იმუნიზაციის პროცესში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფერხება ვაქცინაციის მეორე ეტაპზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 11 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ახალი პარტია ჩამოვიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფერხებული ვაქცინაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას შეეხო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster