მოსწავლეები სამართალდამცავ სტრუქტურებში

05.04.2013 03:05

პროექტ „საზოგადოებრივი პროკურორი"-ს ფარგლებში, დღეს თელავის განათლების, დასაქმების და განვითარების ცენტრის მოსწავლეებმა - იუსტიციის სახლი, კახეთის საოლქო და რაიონული პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აღნიშნული სამსახურების ძირითად საქმიანობას გაეცნენ და უწყებების ხელმძღვანელი პირებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/12tyNFR

გაზიარება: