ქართული სპექტაკლების წარმატება მსოფლიოს პრესტიჟული თეატრების სცენაზე

03/17/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ავსტრიის ფედერალურ საქმეთა სამინისტროს და ავსტრიის პენკლუბის (P.E.N. Club - ავსტრიის მწერალთა გაერთიანება) მხარდაჭერით, 2015 წლის 19 თებერვალს გერმანიაში, ნიურნბერგის სახელმწიფო თეატრში, ბასა ჯანიკაშვილის პიესა „გაბრაზებული ჩიტი“, 20 თებერვალს, ციტაუს გერჰარტ ჰაუპტმანის თეატრში კი დათა თავაძის „დედაომი“ დაიდგა. ორივე სპექტაკლმა როგორც მაყურებლების, ასევე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.
წარმატება ხვდა წილად აგრეთვე, მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის გასტროლს ავსტრალიაში - ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალში ,, FRINGE WORLD FESTIVAL”. ქართული დასის მიერ დადგმული სპექტაკლი „კარმენი“ ( დამდგმელი ქორეოგრაფი –კოტე ფურცელაძე) გახდა გამარჯვებული ნომინაციაში \"DANCE AWARD\".
ამ თემებთან დაკავშირებით 17 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროში მოეწყო შემაჯამებელი პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა.



http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან