სახალხო ზეიმი პანკისობა ჩაიშალა
სახალხო ზეიმი პანკისობა ხეობაში ჩაიშალა, ამ წუთებში სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად, საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. რა ხდება ადგილზე, ამას ჟანა დიდებაშვილი გვეტყვის. აქციის გამართვამდე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები სოფელ დუისში დიდების მემორიალთან იყვნენ შეკრებილები. მათ პროტესტის ნიშნად, მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს და პანკისობაზე მიმავალ მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა ავტომობილმა ტერიტორიაზე შესვლა სცადა. მომხდარის გამო აქციის სამი მონაწილე დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. შემთხვევა პანკისის სათემო რადიომ გადაიღო. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაშავებულებს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. სამართალდამცველებმა კი ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. უკვე დაწყებულია გამოძიებაც. საბოლოოდ პანკისი 2018 აღარ ჩატარდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ღონისძიება დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გაუქმდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ორი აქცია სოფელ დუისში და ჩაშლილი პანკისობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო ზეიმი გორში
TV Pirveli
სახალხო ზეიმი „შუამთობა“ შესაძლოა წელს არ გაიმართოს
TV 25
სახალხო ზეიმი - ჩაქვისთაობა
TV 25
სახალხო ზეიმი ჭიათურაში ,,ჭიათურობა 2016,,- იმერვიზია 2016
IMERVIZIA TV
სახალხო ზეიმი ზედა სიმონეთში
Giorgi Kvirikashvili
სახალხო ზეიმი რუსთაველის გამზირზე
TV IMEDI
სახალხო ზეიმი ტყვიავში 25.05.2015
Tv Dia