ორი აქცია სოფელ დუისში და ჩაშლილი პანკისობა
სიმშვიდეა ამ წუთებში პანკისის ხეობაში, სადაც დღეს მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად ორი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. დღესვე სოფელ დუისის მაცხოვრებლების ნაწილმა სპეციალური ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ხმაურიანი საქმის გამოძიებას მიადევნებენ თვალს. ჩაიშალა სახალხო ზეიმი პანკისობაც, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი. რამდენიმე საათით ადრე კი მალხაზ მაჩალიკაშვილი, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დიდების მემორიალთან იყვნენ შეკრებილები. მათ პროტესტის ნიშნად მემორიალის შესასვლელი გადაკეტეს და პანკისობაზე მიმავალ მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა ავტომობილმა ტერიტორიაზე შესვლა სცადა. მომხდარის გამო, აქციის სამი მონაწილე დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაშავებულებს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა. შემთხვევა პანკისის სათემო რადიომ გადაიღო. სამართალდამცველებმა კი ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, რომელმაც პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. საბოლოოდ პანკისობა 2018 აღარ ჩატარდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ღონისძიება დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გაუქმდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სახალხო ზეიმი პანკისობა ჩაიშალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ რუისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია სოფელ ნაფარეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ქობულეთის სოფელ გორგაძეებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქველმოქმედო აქცია გორის რაიონის სოფელ ტყვიავში
National Palace
სალიბაურში აქცია დროებით შეჩერდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეჯვრისხევის მოსახლეობის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster