საქველმოქმედო აქცია გორის რაიონის სოფელ ტყვიავში

23.06.2014 01:07

20/06/2014 გორი/დია TV ლაივი. გორის რაიონის სოფელ ტყვიავში საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნოს მიერ, პირველად იყო წარმოდგენილი ორი სპექტაკლი: "ბატის ჭუკი" და "ჩიპოლინო". ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასახლის თეატრალური სახელოსნოს აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა. http://youthpalace.ge/menu_id/14/id/2...

გაზიარება: