სახალხო ზეიმი ზედა სიმონეთში
იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ. საქართველოს ინფრასტრუქტურული, სივრცითი განვითარების პროგრამა ყველა რეგიონსა და სოფელს მოიცავს. ქვეყნის ყველა წერტილში ადვილი უნდა იყოს მისვლა და ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს. იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი. სწორედ ამიტომ, ქუთაისი ყალიბდება, როგორც ცენტრი საქართველოსი, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში ძალიან მარტივი იქნება მისვლა. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის ამ ულამაზეს ადგილას ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელმაგარ, წელგამართულ ქართულ ოჯახს. ყველაზე მთავარი მაინც არის ერთი რამ - ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამას ვხედავ დღეს მე ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ თუ ჩვენ ადამიანების გულები არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი, ტრადიციული წარმოებები, მომზადებული ადამიანები და, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანების განწყობა და ერთმანეთის სიყვარული არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/e5015
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
სახალხო ზეიმი პანკისობა ჩაიშალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო ზეიმი გორში
TV Pirveli
სახალხო ზეიმი „შუამთობა“ შესაძლოა წელს არ გაიმართოს
TV 25
სახალხო ზეიმი - ჩაქვისთაობა
TV 25
სახალხო ზეიმი ჭიათურაში ,,ჭიათურობა 2016,,- იმერვიზია 2016
IMERVIZIA TV
სახალხო ზეიმი რუსთაველის გამზირზე
TV IMEDI
სახალხო ზეიმი ტყვიავში 25.05.2015
Tv Dia
სახალხო ზეიმი თუ პარტიული ღონისძიება?
ტვ პირველი • TV Pirveli