წიგნის - “ჟურნალისტიკა“-ს განხილვა თესაუში


“ჟურნალისტიკა“ - აღნიშნული სახელწოდების წიგნის განხილვა და შეხვედრა ავტორთა ჯგუფთან დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. განხილვაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, ჟურნალისტები და აკადემიური პერსონალი. “ჟურნალისტიკის” ავტორებმა ერთ მოკლე აბზაცში მოაქციეს ის მთავარი სათქმელი, რასაც, ჩვეულებისამებრ, წინასიტყვაობაში ამბობენ წიგნის არსისა და დანიშნულების თაობაზე. მათი განცხადებით, საქართველოს მედიასივრცეში ამგვარი ვითარება ჯერ მხოლოდ სასურველი რეალობაა, რომლის მისაღწევად, ბევრ სხვა ობიექტურ ფაქტორთან ერთად, მთავარია ფუნდამენტური ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1vWYjE4

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან