დადე შენი აგური "ცოდნის კაფეს" მხარდასაჭერად
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" მედია ცენტრმა, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, "ცოდნის კაფეზე" მინი ფილმი მოამზადა IBSU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. "ცოდნის კაფე" სოციალური საწარმო და საქართველოს რეგიონებში, ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც თავისი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იმყოფება. "ცოდნის კაფეს" დამფუძნებლები მხარდამჭერებთან ერთად, წნორში, მრავალსართულიან ცენტრს აშენებენ, რომელიც იქნება უნიკალური ადგილი განათლებისთვის, კომუნიკაციისა თუ დასვენება-გართობისთვის. კერძოდ, ამ სივრცეში განთავსდება: მულტიმედია ქართული და ინგლისურენოვანი ბიბილიოთეკები, წიგნის მაღაზია, არაფორმალური განათლებისა და შეკრების სივრცე, ტექნოლოგიების ოთახი, მცირე კაფე და საერთო-სამუშაო ადგილი. ამ პროექტის დონაციის მსურველებს "ცოდნის კაფეს" დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს, რომლის შესახებ ფილმში თავად საუბრობს. აქვე შეიტყობთ, თუ როგორ გახდა მაჩხაანის თეატრი ნანა ბაგალიშვილისთვის შთაგონების წყარო, წნორი - მულტიფუნქციური განვითარების ადგილი და განათლება - ერთადერთი არჩევანი. ფილმი მოამზადეს: IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ლუკა ამბალიამ და ანა ჩალაშვილმა. #ibsu #ibsumediacenter #ibsujournalism #ცოდნისკაფე #ნანაბაგალიშვილი
მსგავსი ვიდეოები
სვანური მარილის მომზადება
Civic Initiative
ლობიოში მოხარშული პურის რეცეპტი
Civic Initiative
როგორ შეველიოთ გადანახულ ფულს კარგი საქმისთვის
Civic Initiative
ხალხური მედიცინა
Civic Initiative
ცოდნის კაფე და გურმანია დამეგობრდნენ
Civic Initiative
როგორ მოვუაროთ კურდღელს
Civic Initiative
მორაგბე ქალი - თეკო შენგელია
Civic Initiative
როგორ დავძლიოთ ცუდის მოლოდინი
Civic Initiative