საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრის, მომღერლისა და ჟურნალისტის თემურ ჭკუასელის წიგნის „სიმღერით გამთბარი მიწა\" პრეზენტაცია.
თემურ ჭკუასელის რომანი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე 150-ს შორის 7 საუკეთესო სცენარს შორის დასახელდა. რომანისა და კინოსცენარის მთავარი პერსონაჟი „ქართული სიმღერაა\". წიგნში მოთხრობილია ქართული მომღერალი ოჯახის ამბავი, რომელშიც ორი საუკუნის ისტორია, ორი მსოფლიო ომი ერთიანდება. გურული გლეხის ისტორია ქართველების მომღერალი გენის სიცოცხლისუნარიანობას, მრავალხმიანობის საოცარ ძალას, ქართველი და ებრაელი ერების მეგობრობასა და ურთიერთობას ასახავს.
ავტორი წლების განმავლობაში მუშაობს, წერს და აქვეყნებს ქართული სიმღერების, მომღერლების, კონცერტების ისტორიას; საგაზეთო პუბლიკაციებიდან შეიქმნა წიგნები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები. 1985 წელს, „ახალგაზრდა კომუნისტში\" იბეჭდებოდა ერთ-ერთი პირველი პუბლიკაციები, წერილების სერია სათაურით „სეზამ გაიღე\", სადაც უკვე მკაფიოდ გამოჩნდა ქართული მრავალხმიანობის ღრმად გაცნობისა და პოლიფონიის საგანძურში დაცული ისტორიების საზოგადოებამდე მიტანის სურვილი.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045