თბილისის მერიამ მოქალაქეებს უკანონოდ აშენებული სახლები დაუნგრია
თბილისის მერიამ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეებს, უკანონოდ აშენებული სახლები დაუნგრია, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოსახლეების თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახლების დანგრევას აპირებდნენ და ნივთების გამოტანაც ვერ მოახერხეს. ერთ-ერთი მოსახლის განცხადებით, მან 15 ათასი ლარი გამოიტანა ბანკიდან, რათა სახლი აეშენებინა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. “თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა- ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა.”- ნათქვამია განცხადებაში. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური ნაძალადევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერ...
Radio Atinati
უკანონო ნაგებობების დემონტაჟი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქალაქო სასამართლო კვლავ ამართლებს ყაჩაღებს...
სამოქალაქო საზოგადოება XXI
,,რაკურსი" ითხოვს სამართლიანობის და კანონიერების რეალურ აღდგ...
სამოქალაქო საზოგადოება XXI
აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერიამ მოქალაქეებს ბინები დაუკანონა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster