აღკვეთის ღონისძიება


საქალაქო სასამართლომ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბლოგერისა და სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს. სწორედ ამავე მუხლს - ინტიმური შინაარსის ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება პროკურატურა მის ცოლსაც. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ფარული ვიდეოკამერები და მეხსიერების ბარათები. გამოძიებით დგინდება, რომ უჩა აბაშიძემ და მარიამ იაშვილმა განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა, ამ მიზნით კი, მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით აღჭურვეს. მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებში არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან