ხმაური ნაძალადევში
ხმაური იყო ნაძალადევის რაიონში. დაკავებულია ერთი პირი. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, მშენებლობა ერთი თვის წინ დაიწყეს, თუმცა მერიას დემონტაჟის შესახებ არ გაუფრთხილებია. მოქალაქეების ინფორმაციით, მშენებლობის დაწყების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება შეიტანეს, რომელიც არ დაუკმაყოფილდათ, თუმცა სამშენებლო სამუშაოები თვითნებურად დაიწყეს. მოქალაქეების განცხადებით, ტერიტორიას ისინი 30-40 წლის განმავლობაში უვლიდნენ და მიწის დაკანონება მოითხოვეს, თუმცა მერიამ მათ შესყიდვის უფლება არ მისცა. მერიაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული, ამიტომ კანონის შესაბამისად, მუნიციპალურმა ინსპექციამ მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 შემთხვევა ნაძალადევში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ნაძალადევის გამგეობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი ნაძალადევის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა დევნილთა დასახლებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პაატა ქურდაძის ისტორია #ჩვენდაგარემო
პირადი ექიმი- მარი მალაზონია
ხმაური
teona mjavanadze
Chibira \u0026 Kupra - ახალი ფურცელი
ხმაური
ბგერასაიზოლაციო იატაკი
JONI KAMLADZE