შემთხვევა დევნილთა დასახლებაში
თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „ქართლთან“ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ხმაური იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი კაცი საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე კორპუსში მცხოვრები დევნილები შეიკრიბნენ. მათი შეკრება აქციაში გადაიზარდა. ადგილობრივებს უჭირთ მიზეზებზე საუბარი, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ სანატორიუმში გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია და აქ მაცხოვრებლები დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვენ ამ პირობების გაუმჯობესებას. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მათსა და მოქალაქეებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანით გადაკეტეს. ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ამ შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები, ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმების სახლი გაქურდეს
Trialeti TV
აფეთქება დევნილთა დასახლებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა დევნილთა დასახლებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მინისტრი ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს შ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოზარ სუბარი: დევნილთა დასახლებას მალე წყლის სრულყოფილი სისტ...
Radio Atinati
ვაქცინაცია წეროვანის დევნილთა დასახლებაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკეტილი სათემო ცენტრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არტიშოკი ყვავილების სათბური და პატარა სამკერვალო წეროვანის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster