„1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა“ - ე.წ. „გეკაჩეპემ“ სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი გადააყენა და ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო. ფოროსის აგარაკზე დასასვენებლად მყოფი მიხეილ გორბაჩოვი შინაპატიმრობაში აღმოჩნდა. „აგვისტოს პუტჩამდე“ რამდენიმე თვით ადრე კი, 1990 წლის დეკემბერში, ედუარდ შევარდნაძე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, სახალხო დეპუტათა ყრილობაზე გამოვიდა, მოსალოდნელ დიქტატურაზე მაღალი ტრიბუნიდან ყველა გააფრთხილა და თანამდებობიდან გადადგა.
„ეს გამოსვლა თოფის გასროლასავით უნდა ყოფილიყო - იხსენებს თავის მემუარებში ედუარდ შევარდნაძე -არსი გამოსვლისა შემდეგ ფრაზაში იყო :“დიქტატურა გვიტევს...არავინ იცის, როგორი იქნება ეს დიქტატურა და როგორი დიქტატორი მოვა, რა წესები დამყარდება. დაე, ჩემი გადადგომა, თუ გნებავთ ჩემი პროტესტი, დიქტატურის მოსვლის წინააღმდეგ მიმართული ნიშანი იყოს“...
მოსკოვში დემონსტრაცია გაიმართა. უამრავი ადამიანი შეიკრიბა „თეთრი სახლის“ (რფსრ საბჭოს შენობა) წინ.
...“ „თეთრი სახლის“ სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც იქ არ მუშაობდნენ - საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებით, ვისთვისაც დემოკრატიის ბედი რუსეთში და, საერთოდ, რუსეთის ბედი ძალზე ბევრს ნიშნავდა.
სწორედ იქ ვნახე და მკაფიოდ დამამახსოვრდა ის სიმბოლური კადრი, როსტროპოვიჩი ჩაძინებული რომ ზის სკამზე და ავტომატი აქვს ჩახუტებული...
...რუსეთის „თეთრი სახლის“ დამცველებს შორის ჩემი თანამემამიულეებიც დავინახე. მომიტინგეებს შორის გაშლილი დემოკრატიული საქართველოს ისტორიული დროშა ახალშობილი დემოკრატიის ერთიანობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ეს იყო 21 აგვისტოს, მიტინგზე, რომლითაც მისმა მონაწილეებმა პუტჩზე გამარჯვება იზეიმეს“.
წიგნიდან “ფიქრი წარსულსა და მომავალზე“
ფრაგმენტი ფილმიდან „წამი, წამება, წამიერება“ (ნეოსტუდია 2015, რეჟისორი ნანუკა კიკნაძე)
ფილმის სრული ვერსიის სანახავად მიჰყევით ლინკს
• ”წამი წამება წამიერება” - დოკუმენტური...