რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არსებობს უკრაინაზე საჰაერო იერიშების განხორციელების საფრთხე და მოქალაქეები იღებენ გაფრთხილებას, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ოპერატიული სარდლობის, „სამხრეთის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია წერს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი წყალზედა რაკეტმზიდი გამოიყვანეს. სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა ქვეყნის დედაქალაქში, კიევში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერთი რაკეტის ჩამოგდება საჰაერო სისტემებმა შეძლეს. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ხარკოვში შეფერხებულია მეტროს მუშაობა. ქალაქის მერი ამბობს, რომ ხარკოვშიც აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლის და აფეთქებების ხმა. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვზე. ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსების სამიზნე ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. რუსეთის ძალებმა 70 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს სუმის ოლქის მიმართულებით. დნეპროპეტროვსკის ოლქში კი უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის 5 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან