„ტური ოპერაში“ - პრესკონფერენცია
28 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერაში დაგეგმილ ტურებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყო, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ყოველ შაბათს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება ორენოვანი და თემატური ხასიათის ტურები, ყოველ ხუთშაბათს კი თეატრი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. მომდევნო კვირიდან თეატრის გიდი დაინტერესებულ პირთა ჯგუფს დაათვალიერებინებს ოპერის უნიკალურ შენობას. ექსკურსიასთან ერთად კი გააცნობს თეატრის შიდა სამზარეულოს. სტუმრებს ექნებათ საშუალება, მოინახულონ კულისები, საგრიმიოროები, საორკესტრო ორმო, დაესწრონ მიმდინარე რეპეტიციებს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გადაღებები თბილისის ოპერაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Maia Tomadze (Soprano) - Arias From Operas [1989] (Vinyl Rip...
Lasha Gabunia
ტური 6 | მიმოხილვა
Crystalbet ეროვნული ლიგა
ულამაზესი დაშბაშის კანიონი ❤️ Red Fox Travel
Red Fox Company
ტური:გომის მთა.ურეკი
Irma pavliashvili
ტური 28 | მიმოხილვა
Crystalbet ეროვნული ლიგა
მოდი კოლხეთის ეროვნულ პარკში
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტური ხევსურეთში (მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბა) ♥
Tamar Inwkirveli