გადაღებები თბილისის ოპერაში

15.02.2019 03:22

საქართველოს ოპერის თეატრის ცხოვრება მალე გერმანულენოვანი არხების ეთერში გაშუქდება.
თბილისს ვენიდან საოპერო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მენეჯერი და მსოფლიოში აღიარებული გადაცემის ავტორი სტუმრობს. ვიზიტის დროს იოჰან ჰოლენდერი ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაზე გადაცემას მოამზადებს. პირველი ინტერვიუ უკვე ჩაწერილია.
„კულტურული ტური ჰოლენდერთან ერთად“ - ასე ჰქვია საავტორო გადაცემას, რომელიც გერმანულენოვან არხებზე გადაიცემა, მთავარი გმირები კი ცნობილი საოპერო მომღერლები არიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub