„ტური ოპერაში“ - პრესკონფერენცია

03/29/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

28 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერაში დაგეგმილ ტურებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყო, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი უძღვებოდნენ.

პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყოველ შაბათს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება ორენოვანი და თემატური ხასიათის ტურები, ყოველ ხუთშაბათს კი თეატრი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. მომდევნო კვირიდან თეატრის გიდი დაინტერესებულ პირთა ჯგუფს დაათვალიერებინებს ოპერის უნიკალურ შენობას. ექსკურსიასთან ერთად კი გააცნობს თეატრის შიდა სამზარეულოს. სტუმრებს ექნებათ საშუალება, მოინახულონ კულისები, საგრიმიოროები, საორკესტრო ორმო, დაესწრონ მიმდინარე რეპეტიციებს.



http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან