აზერბაიჯანული მედია ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც დაბომბვის შემდეგ, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში არსებული ვითარებაა ასახული. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები განჯას ბომბავენ.
სომხური მედია, აზერბაიჯანის მიერ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყება. მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობას „პოლონეზისა“ და „სმერჩის“ სისტემებით ბომბავენ. მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია, აზერბაიჯანის ქალაქებში განლაგებული სამხედრო ობიექტების დაბომბვას არ გამორიცხავს და შედეგებზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი დაჭრეს. მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი დეზინფორმაციას ავრცელებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.